მე მიყვარს თბილისი

  1. პროექტის სახელი: მე მიყვარს თბილისი
  2. პროექტის მოკლე აღწერა: ძველი თბილისის ისტორიის შესწავლა
  3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოაწყობენ ექსკურსიას ძველ თბილიში, მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან თბილისის ძველ უბნებს, მის სახელწოდებებს. მოიძიებენ ინფორმაციას და გამოსცემენ წიგნებს, მოაწყობენ შემოქმედებით საღამოს. ჩაატარებენ კვლევას, თუ რა როლი ითამაშა ძველი თბილისის სილამაზემ ქართველი მხატვრების შემოქმედებაში.
  4. მოსწავლეთა ასაკი: 9-10 წ.
  5. ვადები/ხანგრძლივობა: 2თვე.
  6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსიები, ინტეგრირებული გაკვეთილის ,,ხმაურიანი ქალაქი”-ს ჩატარება, ჩანახატების გაკეთება და გამოფენის ,,ჩემი თვალით დანახული თბილისი”-ის მოწყობა, ლექსებისა და სიმღერების შესწავლა და შემოქმედებითი საღამოს მოწყობა, სპექტაკლის ,,ლეგენდა თბილისზე ”- დადგმა, მასალების მოძიება თბილისზე და წიგნების გამოშვება, სახლის ეზოში თითო ხის დარგვა, სლაიდის შექმნა.
  7. მოსალოდნელი შედეგები: თბილისის თემაზე ჩანაწერების, ნახატების გამოფენა, ლექსებისა და სიმღერების შესწავლა, წიგნების გამოშვება, გამოფენა, სპექტაკლის დადგმა, ხეების დარგვა, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
  8. სარგებელი სხვებისათვის: პროექტზე მომუშავე მოსწავლეები გაიცნობენ ერთმანეთს, ისწავლიან ურთიერთ პატივისცემას, ურთიერთთანამშრომლობას, გაეცნობიან დედაქალაქის წარსულს, მის მდიდარ კულტურულ ტრადიციებს.
  9. სამუშაო ენა: ქართული.
  10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
  11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასქავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში: ქართული ენა- სხვადასხვა საშუალებებით (ინტერნეტი, წიგნები) სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება, ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა, მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, მსჯელობის უნარის განვითარება, დისკუსიაში მონაწილეობა. ხელოვნება-ქართული არქიტექტურის ნიმუშების შესწავლა. შეადარებენ ერთმანეთს, თუ როგორ არის განხილული მხატვრის მიერ თბილისის თემა.საინფორმაციო ტექნოლოგიები-ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ნამუშევრის დემონსტრირება.
  12. პროექტის ფალისიტატორი: გიული ციცაგი 181-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
  13. ფალისიტატორის ელ.ფოსტა: giuli.tsitsagi@gmail.com
  14. პროექტის ფორუმი:
  15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: chemi-klasi.blogspot.com
სტუმრად ძველ თბილისში



წიგნების პრეზენტეცია







მთაწმინდის პარკში




მთაწმინდის პანთეონში