გაკვეთილის თემა: ხმაურიანი ქალაქი
სწავლების საფეხური და კლასი: I საფეხური IV კლასი
ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა, ხელოვნება.
მასწავლებლების სახელი და გვარი: გიული ციცაგი, ეთერ სულხანიშვილი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი: 1
გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით):
ქართული ენა:
1. მხატვრული ტექსტის კითხვა, ანალიზი. 2. ლექსიკური მარაგის გამდიდრება. 3. მარტივი საგანმანათლებლო ინფორმაციის მიწოდება. 4. მარტივი ტექსტის შექმნა.
ხელოვნება:
1. გავაცნოთ მოსწავლეებს თუ როგორ გავლენას ახდენს გარემო და ტრადიცია ხელოვნების ნაწარმოებზე. 2.მოსწავლე ადარებს და მსჯელობს ლიტერატურულ ნაწარმოებს ,,ხმაურიანი ქალაქი” და მხატვარ ნ. ფიროსმანის ამ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებს. 3. მოსწავლემ შეძლოს საკუთარი გრძნობების, იდეების და მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა საკუთარ ნამუშევრებში.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები:
ქართ.IV. I. მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვადასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარსს. მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურხაზს და თანმიმდევრობითგადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.
ქართ.IV.2 მოსწავლე გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას მხატვრული ნაწარმოების მიმართ. მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავსა და პერსონაჟებზე მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით; ასახელებს მოსმენილი ტექსტიდან ესთეტიკურად ღირებულ ადგილებს; აფასებს გმირის საქციელს და განმარტავს თავის დამოკიდებულებას; მონაწილეობს მხატვრული ნაწარმოების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში.
ქართ.3. მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში; კორექტულად,ეტიკეტის დაცვით გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას; შეარჩევს (თვითონ ხატავს ან მოიძიებს) როლის შესაბამის ვიზუალურ მასალას; ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშესასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს ნაცნობი ტექსტიდან და ინტონაციით გამოხატავს ტექსტში ასახულ ემოციებს;
იყენებს ინტონაციას სავენი ნიშნების ფუნქციით; მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ქართ. IV.11.მოსწავლე ფლობს წერითი დავალების საწყის სტრატეგიებს.
შეადგენს წერითი დავალების მოკლე გეგმას; უბრუნდება ნაწერს კორექტირებისათვის, ასწორებს მარტივი ტიპის შეცდომებს; ხმამაღლა კითხულობს საკუთარ ნაწერს, ცვლის ტექსტის ამა თუ იმ მონაკვეთს ესთეტიკური თვალსაზრისით უკეთესი ვარიანტით.
ხელოვნება
ს.გ.IV.13. მსჯელობს იმის შესახებ, რა ზეგავლენას ახდენს გარემო და ეპოქა ხელოვნების ნაწარმოებზე. (IIIაქტ.) ადარებს ერთი და იმავე თემაზე შექმნილ ხელოვნების ნიმუშს და ლიტერატურულ ნაწარმოებს.
ს.გ. IV.მოსწავლე გამოსახავს საკუთარ გრძნობებს და იდეებს ნამუშევარში. (VII აქტ.)
თანმიმდევრობა(აქტივობა და დრო)
აქტივობა I პროვოცირება დრო 5 წთ.
თქვენ იყავით ქალაქში ექსკურსიაზე როგორ ფიქრობთ როგორ მოგეჩვენათ ხმაურიანი იყო ქალაქი? რაში გამოიხატება ეს ხმაური?თქვენ როგორ მოძრაობდით? რომელი თბილისი მოგეწონათ ძველი თუ ახალი?
აქტივობა II მინი ლექცია დრო 7 წთ.
ხელოვნების მასწავლებელი ესაუბრება ბავშვებს ძველ თბილისზე და ფიროსმანზეეკრანზე აჩვენებს სურათებს. აქტივობა III ტექსტის კითხვა 20 წთ. მთელი კლასიტექსტს მოსწავლეები კითხულობენ ნაწილ-ნაწილ. კითხვის პროცესში აიხსნება სიტყვები და გამოთქმები. ყურადღება მახვილდება იმ ფაქტზე, რომ ახალგაცნობილი ლექსიკური ერთეულების დიდი ნაწილი ძველი თბილისის ყოფის ამსახველია. ეკრანზე შესაბამისად ჩანს სურათები (კინტო, ფაეტონი, არღანი, ერდო). კითხვაში ერთვება ხელოვნების მასწავლებელი. საუბრობს ძველი თბილისის ამსახველი სურათების ირგვლივ.შეფასება-ურთიერთშეფასება 4 წთ.როგორ კითხულობს, იცავს თუ არა პაუზას, ინტონაციას, ტემპს. მოსწავლეები შეფასების რუბრიკის მიხედვით აფასებენ მეგობრებს.
აქტივობა IV. ტექსტის დაყოფა ნაწილებად და დასათაურება ჯგუფური (5წთ)
1. ძველი თბილისის ქუჩები.2. გართობა ძველ თბილისში.3. ძველი თბილისელები.4. მხატვარი ნიკალა.5. თბილისელები და მხატვარი.6. მშობლიური თბილისის მონატრება.
პრეზენტაცია 3წთ. ჯგუფები წარმოადგენენ გეგმის საკუთარ ვარიანტებსშეფასება 1წთ.მასწავლებელი აფასებ კომენტარებით თუ როგორ გაართვეს თავი სამუშაოს, რომელი ჯგუფის ვარიანტი იყო უფრო საინტერესო, რომელი ჯგუფის წევრები თანამშრომლობდნენ. აქტივიბა V. ტექსტის გააზრება. მთელი კლასი (5წთ)მოსწავლეები მსჯელობენ თუ როგორ არის აღწერილი ტექსტში ძველი თბილისი.სავარაუდო კითხვები:1. ძველი თბილისისათვის რა დამახასიათებელი ნიშნები ჩანს მასში?2. როგორები არიან მწერლის თვალით დახატული თბილისელები?3. როგორ არის აღწერილი ნიკალა?4. რაზე მიგვანიშნებს ამით მწერალი?5. როგორია ქალაქელების დამოკიდებულება ნიკალასადმი?შეფასება -2წთ. ფასდება აქტიურობა მასწავლებლის კომენტარებით აქტივობა VI ხელოვნება მთელი კლასი ( 10 წთ)წაიკითხეთ, გაიგეთ როგორი იყო ფიროსმანი. როგორი იყო ქალაქის დამოკიდებულება მის მიმართ. ეხლა მოდით შევხედოთ ფიროსმანის ნახატებს და გავარკვიოთ როგორ ხედავდა ფიროსმანი თავი ქალაქს, თბილისელებს ანუ ყველაფერს იმას რასაც ხატავდა.მასწავლებელი ეკრანზე აჩვენებს სურათებს. ბავშვები მუშაობენ აგრეთვე სახელმძღვანელოში. შეფასება ჩართულობა დრო (2წთ.)
აქტივობა VII დავალებები ქართულ ენასა და ხელოვნებაში: ” ჩვენი თვალით დანახული თბილისი” ჯგუფური დრო (10წთ)
ერთა ჯგუფი ხატავს კომპიუტერში მეორე ფურცლებზე მესამე ჯგუფი ადგენს ტექსტს.პრეზენტაცია შეფასება დრო (5წთ)
აქტივობა VIII შეჯამება წყვილებში დრო 5 წთ.
რა იცოდი, რა გაიგე, რის გაგება გაინტერესებს?პრეზენტაცია დრო 3წთ. წყვილები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებსშეფასება 2წთ. ურთიერთშეფასება ბავშვები აფასებენ რომელი წყვილის დავალება იყო საინტერესო .საშინაო დავალება 1წთ.
შეფასება
გამოვიყენებ განმავითარებელ ინდ. შეფასებას კომენტარებით და შეფასების ცხრილში მოც. რუბრიკების მიხედვით. ჯგუფური მუშაობა შეფასდება ჩემს მიერ დამზადებული ფოთლებით.
სასწავლო შედეგი შემოწმდება სიმბოლური ჯილდოებით (რადგან დაწყებითი საფეხურია) შეფასების ტიპია განმავითარებელი და ჯგუფური.
წინასწარ დამზადდა ფორმატზე ხე, რომელსაც აქვს 3 ტოტი (3 ჯგუფის შესაბამისად) ტოტებზე თანდათანობით განლაგდება მწვანე, ყვითელი დაწითელი ფოთლები, იმისდა მიხედვით თუ რომელმა ჯგუფმა რა შეფასება დაიმსახურა. კერძოდ
მწვანე - უმაღლესი
ყვითელი - საშუალო
წითელი - დაბალი.
ამ ხეს სიმბოლურად მუხა ვუწოდეთ, რადგან მუხა თავისი სიძლიერითა და სიდიდით ქართველების საყვარელი ხე ყოფილა.
შედეგები დაჯილდოვდება ფოთლების ფერის მიხედვით. გამარჯვებული გუნდის ყველა წევრს გადაეცემა წითელი ალამი (რომელიც მოთავსდება კლასში სპეციალურად გაკეთებულ ჯიბაკებიან ,,ჩვენ ყოველდღიურ წარმატებებში”.
შეფასების ცხრილი გამოკრულია კლასში.
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათლებლო რესურსი
ქართული ენის სახელმძღვანელო მაღლაკელიძე,ხელოვნების სახელმძღვანელო მაჭარაშვილი ,აქტივობის რვეული , ფორმატის ფურცლები, ფანქრები, 5 კომპიუტერი, ეკრანი,მონიტორი.