შემაჯამებელი გაკვეთილი
სწავლების საფეხური და კლასი
I საფეხური IVკლ.
ინტეგრირებული საგნები: ქართული ენა, ბუნება, ისტორია
მასწავლებელის სახელი და გვარი: გიული ციცაგი
მოსწავლეთა რაოდენობა 19
განსაკუთრებული მიდგომების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა 1
გაკვეთილის სასწავლო მიზნები(საგნების მიხედვით)
მოგზაურთა ცხოვრების გაცნობა,მათი აღმოჩენების მნიშვნელობა. მაგალითად:მარკო პოლოს, კოლუმბის, რაფიელ დანიბეგაშვილის ნაშრომების მნიშვნელობა ევროპისა და მსოფლიოსათვის. მოსწავლეებიდააფიქსირებენ მოსაზრებებს, გაეცნობიან დამატებით ინფორმაციას, შეაჯერებენ,იმუშავებენ ტექსტზე , დაახასიათებენ თითოეულ მოგზაურს, შეაფასებენ მათ ღვაწლს და ა.შ. დაამყარებენ კავშირებს შესწავლილ მასალასთან, კერძოდ,ახალ გაკვეთილს დაუკავშირებენ შესწავლილ მასალას მოგზაურთა შესახებ. მოხდება შეჯამება და ცოდნის ინტეგრირება.
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
ქართ.IV. მოსწავლე ადეკვატურად აღიქვამს სხვაასხვა სახის ტექსტს და გადმოსცემს მათ შინაარსს.
მიჰყვება მხატვრულინაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანმიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.
გადმოსცემს არამხატვრული ტექსტის შინაარსს.
ქართ.IV.3.მოსწავლე უსადაგებს სამეტყველო ქცევას დასახულ საკომუნიკაციო ამოცანას.
მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში;
კორექტულად, ეტიკეტის დაცვით გამოთქვამსსაკუთარ მოსაზრებას;
ხმამაღლა კითხულობს კლასის წინაშე სასურველ/შერჩეულ ნაწყვეტს;
მეტყველებს გარკვევით და მკაფიოდ.
ბუნება IV. 8. მოსწავლე მსჯელობს დედამიწის ფორმაზე.
აგროვებს ინფორმაციას მოგზაურებზე და მსჯელობს მათ წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
კონტურულ რუკაზე დააქვს გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტები.
ისტ-ი
თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)
I აქტივობა - გამოწვევა
დრო 3 წთ. ჯგუფური
მოსწავლეები დაყოფილნი არიან 3 ეკიპაჟად. თითოეულ ეკიპაჟს თავისი სახელი ჰქვია.I -,,სანტა მარია”, II -,,ვიქტორია” , III-,,ვიქტორია”.ეკიპაჟები ირჩევენ კაპიტნებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს მარკო პოლოს, ქრისტეფორე კოლუმბის, ამერიგო ვესპუჩის და სხვა მოგზაურთა და მათი გემების სურათებს. ბავშვებმა უნდა გამოიცნონ ვიზუალურად ესა თუ ის მოგზაური და მისი გემი.
მოსწავლეები ეკიპაჟების მიხედვით პასუხობენ. პასუხები შეფასდება მასწავლებლის კომენტარებით.
(მასწავლებელი სწორ ვარიანტებს აჩვენებს ეკრანზე)
II აქტივობა -პრეზენტაცია
დრო 10 წთ. ინდივიდუალური
მოსწავლეები გადმოსცემენ მოგზაურთა ცხოვრების ამსახველ სურათებს, საუბრობენ მათი მარშრუტებისა და აღმოჩენების შესახებ.(თემას ირჩევენ სურვილის მიხედვით). ეკიპაჟები აფასებენ ერთმანეთს.III აქტივობა -ვიქტორინა
დრო 5წთ. ჯგუფური
კაპიტანი კალათიდან იღებს ბარათებს კითხვებით. თითოეული ეკიპაჟი იღებს 3-3 კითხვას და პასუხობს.
თვითშეფასება.
IV აქტივობა ჯგუფური -მარშრუტების გამოცნობა დრო 2 წთ.
მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს მოგზაურთა მარშრუტებს. კაპიტნებმა უნდა გამოიცნონ რომელი მოგზაურის მარშრუტია ნახატზე გამოსახული და დააფიქსირონ. სწორი პასუხები შეფასდება შესაბამისად მასწავლებლის მიერ.
(მასწავლებელი სწორ ვარიანტს აჩვენებს ეკრანზე)
V აქტივობა ჯგუფური -გამოტოვებული სიტყვების შევსება დრო 5წთ.
მასწავლებელი ბავშვებს ურიგებს ტექსტებს. ბავშვებმა ჯგუფურად უნდა შეავსონ გამოტოვებული სიტყვები. ურთიერთშეფასება.
ტექსტები
I ეკიპაჟი --- პირველ მოგზაურებად და აღმომჩენებად სავარაუდოდ ფინიკიელები ითვლებიან. პირველი მოგზაურები სავარაუდოდ ფეხით გადაადგილდებოდნენ. შორ მანძილებზე კი მდინარისა და ზღვების გასწვრივ ნავით მიცურავდნენ. შორეულ ქვეყნებში ყიდდნენ ღვინოს, ქსოვილს და ოქროს ნაკეთობებს და სხვა. ფინიკიელებმა მრავალ გეოგრაფიულ ობიექტს დაარქვეს სახელი. მათ შორის არის ძველი ქვეყნების ორი კონტინენტი-ევროპა და აზია.
II ეკიპაჟი ---კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის შემდეგ ესპანეთიდან გაღატაკებული ვაჭრები და ოქროს მაძიებლები დაიძრნენ. მათ კონკისკადორები ეწოდათ. ისინი ამერიკაში მიწების დასაპყრობად მიემგზავრებოდნენ. კონკისკადორმა ფერნანდო კორტესმა იმ დროისათვის მეტად ძლიერი ქვეყანა აცკეტების იმპერია დაიპყრო და მის მართვას შეუდგა.
III ეკიპაჟი ---დედამიწის გარშემო პირველად ფერნანდო მგელანის ექსპედიციამ იმოგზაურა. მოგზაურობა დაახლოებით 500 წლის წინ ესპანეთიდან დაიწყო. მაგელანის ფლოტმა ხუთი იალქნიანი გემითა და 265-კაციანი ეკიპაჟით გეზი ამერიკის ნაპირებისაკენ აიღო. მოგზაურები ატლანტის ოკიანეში დაიკარგნენ და წყნარ ოკიანეში გასასვლელს ვეღარ პოულობდნენ.
(მასწავლებელი სწორ ვარიანტს აჩვენებს ეკრანზე)
VI აქტივობა ჯგუფური -მოგზაურები და აღმოჩენები დრო 5წთ.
ეკიპაჟებს სხვადასხვა დავალება ეძლევათ
I ეკიპაჟი ---ხაზებით შეერთება
II ეკიპაჟი --- ცხრილი ვინ? სად? როდის?
III ეკიპაჟი --- კროსვორდი
(სწორი ვარიანტი ეკრანზე)
VII აქტივობა ჯგუფური დრო 10 წთ თამაში ”წყალქვეშა ნავის” აწყობა
აქტივობას აქვს შეჯიბრის სახე. ეკიპაჟის კაპიტანი გამოყოფს სამ-სამ მეზღვაურს. ისინი შედიან ინტერნეტში poassonroug.com და აწყობენ წყალქვეშა ნავს. რომელი ეკიპაჟიც სწრაფად ააწყობს ნავს ის იქნება გამარჯვებული.
VIII აქტივობა ჯგუფური --- შეჯამება დრო 5წთ.
მოსწავლეები აკეთებენ აბლაბუდას და აჯამებენ გაკვეთილს.
შეფასება
შეფასების რუბრიკა
ჩართულობა
1- ქულით ფასდება ვინც ხელს უშლის გაკვეთილის მსვლელობას. გამოხატავს ინდიფერენტულ დამოკიდებულებას გაკვეთილის მიმართ. მონაწილეობს მხოლოთ მასწავლებლის მითითების შემთხვევაში.ადეკვატურად ვერ პასუხობს კითხვებს.
2- ქულით ფასდება, ვინც ცდილობს იყოს აქტიური. აქტიურად ერთვება დისკუსიაში, მაგრამ ნაწილობრივ ამჟღავნებს მომზადებულობას. ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს.
3 -ქულით ფასდება, ვინცმუდმივად მზადაა მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში, ამჟღავნებს წინასწარ მომზადებულობას, იხსენებს განვლილ მასალას, დამოუკიდებლად ერთვება დისკუსიაში, პატივს სცემს განსხვავებულ აზრს. ადეკვატურად პასუხობს კითხვებს.
ჯგუფური მუშაობა
1-ქულით ფასდება ვისაც არ შეაქვს წვლილი ჯგუფის მუშაობაში. არ თანამშრომლობს ჯგუფის სხვა წევრებთან. ვერ იცავს კამათის წესებს.
2-ქულით ფასდება ის ვისაც ხანდახან შეაქვს წვლილი. თანამშრომლობს სხვა წევრებთან . ვერ იცავს კამათის წესებს.
3-ქულით ფასდება ის ვინც კარგად ახერ ხებს შეაჯამოს და გაანალიზოს მიღებული ინფორმაცია. მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჯგუფურ მუშაობაში. არი გამოხატული ლიდერი. პატივს სცემს განსხვავებულ აზრს.
ქულები პირობითია.
(კედელზე გაკრულია ნახატი,,ზღვა სამი გემით ”. გემებს ეკიპაჟის სახელები ჰქვია ,,სანტა მარია”, ,,ვიქტორია”, ,,ვიკინგები”.გემები დაცურავენ. ისინი იმდენი მილით გადაადგილდებიან , რამდენ ქულასაც დაიმსახურებს ესა თუ ის ეკიპაჟი. გამარჯვებული ის იქნება, ვისი გემიც მეტ მანძილს გაივლის.)
ურთიერთშეფასება
მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს. აკეთებენ კომენტარს: მომეწონა, არ მომეწონა, რატომ? იცავდა დროის ლიმიტს. საინტერესო ტექსტი წარმოადგინა. კარგი ნამუშევარი აქვს.
საკლასო მენეჯმენტი/საგანმანათებლო რესურსი
ბარათები, კალამი, ფერადი ფანქრები, კომპიუტერები, ეკრანი, ფურცლები.
საძიებო სისტემა: http://www.google.ge/
ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010 ფინალურ ეტაპში მონაწილე გაკვეთილი
http://www.google.com/url?q=http%3A%2F%2Fwww.poissonroug.com&sa=D&sntz=1&usg=AFQjCNGjfXNk5w3VetzrNzFl8A92buHyMA